????ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ღონისძიება სახელწოდებით “კინომუსიკის საღამო” გაიმართა, სადაც ყველასათვის საყვარელი მუსიკა მე-20 საუკუნის ქართული ფილმებიდან, სპექტაკლებიდან და ანიმაციური ფილმებიდან აჟღერდა.➡️კონცერტში, კულტურის ცენტრში მოღვაწე ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.➡️ღონისძიების მიზანი, ძველი ქართული მუსიკის ჰანგების პოპულარიზაცია და ამ შედევრების, ახალი თაობებისთვის გაცნობა და გადაცემაა.➡️”კინომუსიკის საღამოს|” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.







