ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების განცხადებები, მათ შორის სტატუსის მინიჭების საკითხი.
აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გამოიცა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
საბჭო შექმნილია ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.





