მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.

მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
📌ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა, ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
შეჯიბრში 2014-2015 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 6 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ხელვაჩაურის საჯარო სკოლა
II ადგილი – თხილნარის #1 საჯარო სკოლა
III ადგილი – ახალსოფლის საჯარო სკოლა
➡️ტურნირის მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე და ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
➡️ტურნირში გამარჯვებული გუნდები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან დევაძემ, მინდია აბაშიძის ძმამ და მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
➡️მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი -“ხელვაჩაურის ღია პირველობა მინი ფეხბურთში”, მიზნად ისახავს გმირი ჯარისკაცის ხსოვნის უკვდავყოფას, მინდია აბაშიძე, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ის 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content