ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურმა“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 100 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.
ახალი კონტეინერები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ეტაპობრივად განთავსდება.
ნაგავშემკრები კონტეინერების განახლება და დამატებითი ერთეულების შეძენა ყოველწლიურად ხორციელდება, მუნიციპალიტეტში დასუფთავების ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.








