ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართა ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო საღამო, რომელიც მისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობის აღნიშვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლის მეგობრები, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, ზაალ დევაძე, გიორგი ნაკაშიძე და სტუდია “ჰარმონიას” პატარები.
საღამო გამოირჩეოდა მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით, მომღერალმა მისი შემოქმედებიდან ცნობილი სიმღერები შეასრულა. მომღერალს ვულოცავთ იუბილეს და მადლობას ვუხდით ქართულ მუსიკალურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებულ შემოქმედებით საქმიანობას.




























