ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ წინსვლაში (ჩელტა) დასრულდა მინი სპორტული მოედნის მოწყობა, პროექტების ფარგლებში განხორციელდა არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სექციური ღობე, განათება, კალათბურთის სივრცე და ხელოვნური მინდვრის საფარი.
მინი სპორტული მოედანი, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, საკრებულოს წევრებმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.










