აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა, მთავრობის მეთაური უხვი ნალექისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები.
საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო შტაბის თათბირს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






