საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სოფლად მცხოვრებ ქალ მეწარმესთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სოფლად მცხოვრებ ქალ მეწარმესთან ხელშეკრულებები გაფორმდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, “ქალთა ოთახის” პროგრამის – „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების“ – ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 12 გამარჯვებულ სოფლად მცხოვრებ ქალ მეწარმესთან ხელშეკრულებები გაფორმდა.
💡პროგრამა ჩვენს მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი პროფესიული და მეწარმეობრივი საქმიანობის წახალისებას, ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალების რაოდენობის ზრდას.
🔖ღონისძიებას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, რომელმაც ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი და გამარჯვებულ ქალებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
🔷პროგრამა მთლიანად მიმართულია იმ ქალების მხარდაჭერისკენ, რომლებიც მეწარმეობითი საქმიანობის საწყის ეტაპზე არიან. საგრანტო დაფინანსება მათ საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ ეკონომიკური პირობები, განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრდნენ.
👥ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი, მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელი, მაგდა მალაყმაძე და საგრანტო კომისიის წევრები.
💡მათი განცხადებით, პროექტი წარმატებით აისახება არა მხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარებზე, არამედ ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე მთლიანად.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content