საკვირაო სკოლა თემაზე „გრაფიკული დიზაინის თანამედროვე მიდგომები“ დასრულდა.

საკვირაო სკოლა თემაზე „გრაფიკული დიზაინის თანამედროვე მიდგომები“ დასრულდა.

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საკვირაო სკოლა თემაზე „გრაფიკული დიზაინის თანამედროვე მიდგომები“ დასრულდა.

ორი კვირის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ტენდენციებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და შემოქმედებით მიდგომებს. სასწავლო კურსს პროგრამისტი თამაზ ჩხარტიშვილი უძღვებოდა.

სასწავლო პროცესის ფარგლებში ახალგაზრდებმა პრაქტიკული დავალებების შესრულების გზით შეისწავლეს დიზაინის ძირითადი პრინციპები, ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობა და თანამედროვე ციფრული დიზაინის შესაძლებლობები, რაც მათ პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

საკვირაო სკოლის დახურვისა და მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვირაო სკოლა 24 ივნისს დაიწყო და 3 ივლისს დასრულდა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content