დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა.
ცვლილების თანახმად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დამატებით ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით პროგრამები დაფინანსდება.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე ეკომიგრანტთა ოჯახებისათვის, სოფელ ერგეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული.






