სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
➡️ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის საბჭოს შემადგენლობის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გაცნობა.
➡️ 2027 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ირმა მგელაძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ ჯემალ ბერიძე დაინიშნა. საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, საბჭოს მდივნად ლიკა ქოქოლაძე აირჩიეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის N 128128262121 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 14 წევრისგან შედგება.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content