ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერიის სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, ზედამხედველობითი ღონისძიებების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული აქტივობების შესახებ. შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და დროული სერვისების მიწოდების შესახებ.
				
															








