ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხები ინფრასტრუქტურის, სოციალური და კულტურის მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულებაზე.





