ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა, სოციალური მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს, მერმა მიმდინარე პროექტების ეფექტურად და დროულად განხორციელების მიზნით შესაბამისი დავალებები გასცა.
				
															






