#სამუშაო_შეხვედრა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის ხელმძღვანელებთან, ა (ა) იპ – ის ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში არსებულ საჭიროებებზე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისგან.
შეხვედრაზე, განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დაგეგმილი პროგრამები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.







