სამ დღიანი ბანაკის ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა.

სამ დღიანი ბანაკის ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა.
➡️პირველ დღეს, Საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა ,,პროფესიის არჩევის” შესახებ, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქათამაძე წარუძღვა. მონაწილე ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ.
➡️მეორე დღე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის გასვლით აქტივობებს დაეთმო, ახალგაზრდებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიული კლინიკები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
➡️მონაწილე აბიტურიენტებს, უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ სირაძემ უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ – მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს კრიმინალისტიკის კაბინეტში, გაეცნენ კვალის აღების მეთოდიკას, სასამართლო საიმიტაციო დარბაზში სპეციალისტების ჩართულობით გადაინაწილეს როლები და იმიტირებული პროცესი გამართეს. გაეცნენ იურიდიული კლინიკის მუშაობას.
➡️ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალგაზრდებს აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მეზღვაურის საქმიანობის დადებითი ფაქტორები და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, აბიტურიენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ სიმულაციურ აქტივობებშიც, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, საინჟინრო და სამანქანე განყოფილებები.
➡️მესამე დღეს, ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა დასკვნითი შეხვედრა, მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები და შეაჯამეს მიღებული ცოდნა.
➡️ბანაკის ბოლო დღეს მონაწილეები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მირიან კვირიტიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, სიგელებითა და წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დაასაჩუქრა. პროექტში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი იყო ჩართული.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content