საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულi ასოციაციის (ათეა) ეგიდით, რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონიამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალურად გაცნობოდა ათეას პროექტს, „პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმისთვის საქართველოში“, ექსპერტის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.
სპეციალური პრიზები და სიგელები, ამბროლაურის, ბათუმის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ონის, სენაკის, ფოთისა და ქუთაისი, დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ.
გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოვლინდა.
ეროვნულ კონფერენციას, რომელიც სასტუმროში ,, ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.






