2023 წელს დაიწყო „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ბიუჯეტიდან მილიარდი ლარი მოხმარდება. პროექტირებისა და მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
გრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო. სოციალურ შეღავათებზე 2022 წელს მიიმართა დაახლოებით 100 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს 121 მილიონი ლარი.
#ანგარიში2023


