სახალხო დღესასწაული სელიმობა

სახალხო დღესასწაული სელიმობა

ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა.

ღონისძიება, სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ბაკოში, სერიყანაში გაგრძელდა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.

თურქ დამპყრობლებთან ბრძოლა დიდმა სელიმმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაასრულა. 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავი მოჰკვეთეს, „სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა.

ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სელიმობის ღონისძიება სოფელ ბაკოში საზეიმო კონცერტით დასრულდა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content