„ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, სახალხო დღესასწაულ “კოლხობასთან” დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება დაიწყება ქვაომხაზიდან სარფის მუზეუმამდე ლაზური სამოსით მსვლელობით, ზღვის სანაპიროზე, ლაზური სიმღერა შესრულდება.
წიგნის „ლაზური ეთნოლოგია“ პრეზენტაცია
კონფერენციის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალები, ხასან ჰელიმიშის შემოქმედება და „კოლხობის“ ფოტოარქივი.
ღონისძიება ლაზური ტრადიციული კერძების დეგუსტაციით დასრულდება.


