საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

#მიწისსისტემურირეგისტრაცია2024???? ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.???? იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, მომდევნო თვეებში რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელს მოიცავს.????  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილსა და  სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ, შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ.???? მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.???? 2022 წლიდან დღემდე აზომილია 699 715 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 559 630 მიწის ნაკვეთზე, პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო, შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი და განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content