საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.

საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა და არსებული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი კორპუსი, არსებულ შენობას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, კომპიუტერული ოთახი და სველი წერტილები. კეთილმოეწყო ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 970 000 ლარია.
სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content