ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
სოფელ ერგეში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება შიდა სამუშაოები. პროექტის ფარგლეში მოეწყობა ბუნებრივ საფარიანი ეზო, საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, დამონტაჟდება ლიფტი და საბავშვო ატრაქციონები, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მინდია დიასამიძე და ნადიმ ვარშანიძე, მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.













