სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სოფელ მირვეთის კეთილმოწყობის და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთსა და სოფელ მაჭახლისპირში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის ინფრასტრუქტურის განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად განახლდა შიდა გზების ინფრასტრუქტურა მოეწყო ახალი ღობეები, გზები მოპირკეთდა ფილითა და ბეტონის საფარით, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებისა და უსაფრთხოების პირობებს სოფელში.
მირვეთი ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ტურისტულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე. კერძოდ, მოეწყო ბილიკები და მოსასვენებელი ზონები ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელად, რაც ზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს და ქმნის ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content