ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ სიმონეთში საზოგადოებრივი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდება ფილებით, განთავსდება მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა გარე განათება, სპორტული და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.
დაიწყო არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია.





