სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო.

სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო.

#ხელვაჩაური

#ჭარნალისსკვერი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების სისტემები, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება მწვანე საფარი და განთავსდება საპარკო ინვენტარი, რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 1700 კვ. მ ტერიტორიაზე განთავსდება, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტი, რომლის ღირებულება 496 000 ლარს შეადგენს, შემოდგომაზე დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები და სამსახურის ხელმძღვანელები გაეცნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content