ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 2824 კუბური მეტრი ბეტონი დაეგო და ადგილობრივი მნიშვნელობის 10 კმ-მდე საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოწესრიგდა. ასევე, პროგრამის ფარგლებში 19 ლოკაციაზე მოეწყო გარე განათება.










