ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებთან, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ფანცხავა ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია, სამოქმედო გეგმის გაცნობა და შესაბამის უწყებებს შორის ფუნქციების გადანაწილება.
სამუშაო შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები.














