ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცეს და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
ღონისძიებაზე სხვადასხვა საჯარო სკოლის 37 პედაგოგი დაჯილდოვდა, რომელთაც სასკოლო თუ არაფორმარული განათლების ღონისძიებებში აქვთ დიდი გამოცდილება.
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირეაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


























