აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 267 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ 500 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.
დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.
ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.
2025 წელს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 7 მლნ 542 836 ლარი გამოიყო, ხოლო მიმდინარე წელს 352 ოჯახისთვის უკვე გამოყოფილია 4 მლნ 123 145 ლარი.












