შეხვედრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ

შეხვედრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შესახებ

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და ბათუმის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, შეტანილი ცვლილების შესახებ ისაუბრეს, რომლის მიხედვით მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა, სავალდებულო გახდა.

საქართველოს მთავრობამ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, უზრუნველყო საქართველოს მთავრობის დადგენილებების ზემოხსენებულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, კომიტეტის ხელმძღვანელთა დღევანდელი შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სწორედ ადგილობრივ დონეზე, გამწვანების პროექტის აღსრულებისა და იმპლემენტაციის სამუშაოების დაწყებას უკავშირდებოდა.

შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი და ბათუმის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content