ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ – გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობა შეაჯამეს, სეზონის განმავლობაში მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებზე, ციტრუსის რეალიზაციის პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
აღსანიშნავია, რომ 2025–2026 წლების ციტრუსის სეზონზე, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2.5 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გამოიყო. სეზონის განმავლობაში საექსპორტო მანდარინის მიღებას 20-ზე მეტი კომპანია ახორციელებდა, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მოქმედი ორი საკონსერვო ქარხანა უზრუნველყოფდა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content