წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

#წყლისსისტემისგანვითარება
#მშენებლობადაიწყო

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფლებსა და დაბებში განხორციელდება, მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ევროს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000 ოჯახი ისარგებლებს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში, ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
2024 წელს, აჭარაში, პირველ ეტაპზე, 24 საათიანი წყალომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ:
ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: კირნათი და კობალეთი;
ქედის მუნიციპალიტეტი: მილისი, უჩხითი და ქოსოფელი;
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, პროექტში ფინანსური კონტრიბუცია ასევე KfW ბანკმა და ევროკავშირმა განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერები, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW და „აჭარის წყლის ალიანსის“ წევრები ესწრებოდნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content