🎊 🍂 ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ორგანიზებით, ჭარნალის საზოგადოებრივ სკვერში “საშემოდგომო ფესტივალი” გაიმართა.
ფესტივალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ესწრებოდა და პატარების მონაწილეობით მოწყობილ აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიებაში, მუნიციპალიტეტის ხუთი საბავშვო ბაღის, კერძოდ მახოს, თხილნარის, ჭარნალის, ახალსოფლის N1 და ახალსოფლის N2 საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
🍂პატარებს წარმოდგენილი ჰქონდათ საშემოდგომო კუთხეები და გამოფენები, დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები, აქტივობებით წარმოადგინეს ბარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა.
🍂ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
საშემოდგომო ფესტივალს, მერთად ერთად საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



































