,,ხელვაჩაურის დღეების” კვირეულის ფარგლებში გონიოს ციხეში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოეწყო მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა. დაჯილდოვდნენ საპატიო ხელვაჩაურელები.
საღამო ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ასევე, ჯგუფი ,,ურსას” კონცერტით დასრულდა.
„ხელვაჩაურის დღეები“ წელს მესამედ ჩატარდა, ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ.



















