„ხელვაჩაურის დღეები 2026“
ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საპატიო ხელვაჩაურელები დაჯილდოვდებიან.
სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი პროგრამა, ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ადგილობრივი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.
ისტორიული გარემო, მუსიკა, კულტურა და მეგობრული ატმოსფერო ერთ განსაკუთრებულ დღედ გაერთიანდება.
გელოდებით ყველას, ერთად ვიზეიმოთ „ხელვაჩაურის დღეები 2026“ და ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულ მოგონებად ვაქციოთ!

