ხელვაჩაურის მერიაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს

ხელვაჩაურის მერიაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს
ხელვაჩაურის მერიაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა არველაძე, გაწვევის განყოფილების უფროსი, ვიცე -პოლკოვნიკი დურმიშხან ხუჭუა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხელვაჩაურის მუნიციპალური განყოფილების უფროსი – მაიორი ფრიდონ მახარაძე, განყოფილების უფროსი სერჟანტი – რუსლან კახიძე, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.
კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
➡️ საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
➡️ საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
➡️ უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის 1275 ლარი, ოფიცრებისთვის 1530 ლარი.
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები რეზერვში ჩაირიცხებიან.
ნებაყოფლობით გაწვევის პირობები:
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content