ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ ახალშენის მეურნეობაში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ სამებაში მიმდინარეობს 2 ერთეული 300 ტონიანი რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები.
სოფელ ახალშენში, კვირიკაძეების და დევაძეების დასახლებაში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
პროექტების დასრულების შემდეგ, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების 1000 – ზე მეტი ოჯახი უწყვეტი წყლის მომარაგებით ისარგებლებს.








