დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცებულ იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები:
1. დადგენილების პროექტი -„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. დადგენილების პროექტი- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. განკარგულების პროექტი -ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის შესახებ.
4. “ა(ა)იპ ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“-ს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ.

















