ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 23 იანვარს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 – საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის #07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი2. დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღცრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და პირად მწვრთნელთა მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებების წასახალისებლად ერთჯერადი ფულადი ჯილდოების დაწესების თაობაზე“.მომხსენებელი: ქეთევან დევაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი4.განკარგულების პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი5.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“. მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი


