ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული სამუშაო პროცესები, სოფლებში არსებული მდგომარეობა, აგრეთვე სოციალური გამოწვევები და საჭიროებები.
შეხვედრის დასასრულს მერმა კონკრეტული დავალებები გასცა სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების მიზნით.


















