ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.











