ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები ფერიის, თხილნარის, ჭარნალის და კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო. მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 64 სოფელში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივები მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. რადგან, მოსახლეობა თვითონ განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც პროგრამის დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ შერჩეული პროექტები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.



























