ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან და სამსახურების, განყოფილებების და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათი მიმდინარეობისა და შესრულების ხარისხის კონტროლს.
ასევე ისაუბრეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე, შესყიდვებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე.
შეხვედრის დასასრულს, მერმა სამსახურებს მისცა კონკრეტული მითითებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიმდინარე პროექტების დროულად განხორციელება.



















