ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები, სოფლებში არსებული ვითარება, აგრეთვე სოციალური გამოწვევები და მოსახლეობის საჭიროებები.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის პირებს მისცა კონკრეტული დავალებები, სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულების უზრუნველსაყოფად.


















