ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მერი, თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სოფელ მახოში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა 400 მეტრზე მეტი სიგრძის გზის მონაკვეთი.
ასევე, მერმა სოფელ მახოსა და თხილნარში ორი მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე, დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედნარ ფუტკარაძემ, საკრებულოს წევრებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.













