ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
მერმა დაათვალიერა სოფელ სალიბაურში განხორციელებული სასმელი წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ემსახურება.
ასევე, სოფელ ფერიაში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელზე დაერთებას ითვალისწინებს.










