დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს წევრის, დავით დევაძის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ დადგენილებისა და განკარგულების პროექტებს დაუჭირეს მხარი.
მათ შორის, დამტკიცდა ცვლილება მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულებაში, შეიქმნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხზე შუამდგომლობის მომზადების მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მხარდაჭერილ იქნა მუნიციპალური ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დამატებების შეტანა და მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმა.
საკრებულოს წევრებმა ასევე მოისმინეს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.



















