ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ მხეიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ მაჭახლისპირში აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი გასართობი სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მწვანე სივრცე, სასეირნო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი მოედანი, პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული რეკრეაციული სივრცის შექმნა.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს, მერის მოადგილეებმა, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.













