ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანამშრომლობით ჩატარდა.
ჰუმანურ ინიციატივას შეუერთდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, წითელი ჯვრის თანამშრომლები და ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის გადარჩენის მნიშვნელოვან საქმეში.
სისხლის დონაცია ადამიანური თანადგომის, სოლიდარობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. თითოეული დონორის მიერ გაღებული სისხლი იმედისა და სიცოცხლის შანსია მათთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის აქციაში მონაწილე თითოეულ დონორს კეთილი ნების, თანადგომისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის.
სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2004 წელს დააწესა და ის უსაფრთხო სისხლის მნიშვნელობისა და უანგარო დონაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
❤️ გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე!
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content